Wednesday, March 18, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.

  ზოგადი.                                                                                                                                                 "ბავშვების უსახლკარობა":როგორი პრობლემაა ეს,სოციალური თუ მორალური?                 როგორ ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?                  თემატური.                                                                                                                                           ანდერსენის ზღაპრის გმირის რა უფლებები იყო დარღვეული ბავშვთა კონვენციის თანახმად?                                                                                                                                                შინაარსობრივი.                                                                                                                                   რატომ ეშინოდა გოგონას  სახლში დაბრუნების?                                                                           შეეძლო თუ არა ანთებულ ასანთის ღერს გაეთბო გოგონა; როგორ ფიქრობთ,რისი სიმბოლოა ასანთის ალი?                                                                 

Tuesday, March 17, 2015

მოსწავლის მიზნები.


მეშვიდე დღის რეფლექსია.

ბლოგზე გადავიტანეთ მოსწავლის ნაშრომი.გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკის შეფასების რუბრიკებს.მოვახდინეთ ჩვენი პროექტის ადაპტირება.

მეექვსე დღის რეფლექსია.

შევქმენით მასწავლებლის სავარაუდო ნაშრომი,გავაკეთეთ სლაიდები.ძალიან ნაყოფიერი,საინტერესო და შეიძლება ითქვას,ცოტა დამღლელიც იყო.

მეხუთე დღის რეფლექსია.

შევისწავლეთ დროის მიხედვით შეფასების გადანაწილება.დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება,მასალების მოძიება ინტერნეტში,რომლებიც უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს.

მესამე დღის რეფლექსია.

საინტერესო დგე იყო.გავეცანით ერთმანეთის იდეებს.ვისწავლეთ მოსწავლეთა მიზნების ჩამოყალიბება.ასევე,თუ როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი შეკითხვები.

Monday, March 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს შევამოწმეთ პორტფოლიო.შევიტანეთ შესწორებები და ავტვირთეთ ბლოგზე.

Friday, March 13, 2015

მერვე დღის რეფლექსია.

დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და მოვახდინეთ მათი ადაფტირება.ასევე, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.

Friday, February 20, 2015

მოსწავლის მიზნები.

მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,გაინაწილებენ დავალებებს,შეადგენენ კითხვარებს,მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან და დამატებითი ლიტერეტურიდან. იმსჯელებენ,შეაჯამებენ,მოამზადებენ პრეზენტაციას.ჩაატარებენ დისკუსიას და გამოიტანენ დასკვნას.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა მიზნები,ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების დასმა.ასევე შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო და შევარჩიეთ შეგასების კრიტერიუმები.დღევანდელი  დღე საინტერესო  და  ნაყოფიერი იყო. 

ჩემი პროექტის იდეა.


უსახლკარო ბავშვების შესახებ.გამოსავალის ძიება.

            ბავშვთა უსახლკარობა-სოციალური მოვლენაა,რომლის დროსაც ხდება ბავშვების ოჯახიდან მოწყვეტა,მუდმივი ბინადრობის დაკარგვით. გამორჩეული მახასიათებლებია: კავშირის სრული შეწყვეტა ოჯახთან,  მშობლებთან,ნათესავებთან; ცხოვრება იმ ადგილებში,რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის საცხოვრებლად; საარსებოდ  მოპოვებული ის საშუალებები,რომლებიც არ არის აღიარებული საზოგადოებაში.                         ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ჰ.ანდერსენის ზგაპარს "გოგონა ასანთის ღერებით".ისინი გაანალიზებენ პირობებს,რომელშიც ცხოვრობს ზღაპრის მთავარი გმირი,შეეცდებიან დაასახელონ  მიზეზები ბავშვთა უსახლკარობისა და ბავშვთა უფლებების უხეში დარგვევებისა. ასევე გაიხსენებენ ცოტახნით უფრო ადრე წაკითხულ ტექსტს: "უსახლკარო ბავშვების შესახებ" და დაასახელებენ  ამ ორი ნაწარმოების გმირების საარსებო პირობების  მსგავსებას და განსხვავებას.        
          დასკვნისას მოსწავლეები შეისწავლიან დღევანდელ სიტუაციას,შეეცდებიან იპოვნონ პრობლემების გადაჭრის გზები.
           შედეგად ბაშვები მოამზადებენ პრეზენტაციას და ჩაატარებენ დისკუსიას თემასთან დაკავშირებით.