უსახლკარო ბავშვების შესახებ.გამოსავალის ძიება.
ბავშვთა უსახლკარობა-სოციალური მოვლენაა,რომლის დროსაც ხდება ბავშვების ოჯახიდან მოწყვეტა,მუდმივი ბინადრობის დაკარგვით. გამორჩეული მახასიათებლებია: კავშირის სრული შეწყვეტა ოჯახთან, მშობლებთან,ნათესავებთან; ცხოვრება იმ ადგილებში,რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის საცხოვრებლად; საარსებოდ მოპოვებული ის საშუალებები,რომლებიც არ არის აღიარებული საზოგადოებაში. ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ჰ.ანდერსენის ზგაპარს "გოგონა ასანთის ღერებით".ისინი გაანალიზებენ პირობებს,რომელშიც ცხოვრობს ზღაპრის მთავარი გმირი,შეეცდებიან დაასახელონ მიზეზები ბავშვთა უსახლკარობისა და ბავშვთა უფლებების უხეში დარგვევებისა. ასევე გაიხსენებენ ცოტახნით უფრო ადრე წაკითხულ ტექსტს: "უსახლკარო ბავშვების შესახებ" და დაასახელებენ ამ ორი ნაწარმოების გმირების საარსებო პირობების მსგავსებას და განსხვავებას.
დასკვნისას მოსწავლეები შეისწავლიან დღევანდელ სიტუაციას,შეეცდებიან იპოვნონ პრობლემების გადაჭრის გზები.
შედეგად ბაშვები მოამზადებენ პრეზენტაციას და ჩაატარებენ დისკუსიას თემასთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment